რევაზ სოხაძე: დილეტანტურად ჟღერს, როდესაც ოპონენტები ცათამბჯენს სალანძღავ სიტყვად იყენებენ

ხშირად, ჩვენი ოპონენტებისგან მაღლივი ნაგებობების დემონიზირება ხდება, ძალიან დილეტანტურად ჟღერს როდესაც ცათამბჯენს, როგორც სალანძღავ სიტყვას ისე იყენებენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ მედიასთან განაცხადა.

„მთელ მსოფლიოში მაღლივი კორპუსი მიიჩნევა, რომ არის მიწის რესურსის ეფექტური გამოყენების საშუალება. იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის, მაღლივი კორპუსები პირიქით, უფრო მისასალმებელია, უფრო კარგია მათ შორის ქალაქისთვის და ამაში ცუდი არაფერია. რატომ ახდენენ ჩვენი ოპონენტები ამ თვალსაზრისით აპელირებას, ჩემთვის გაუგებარია.

რაც უფრო მაღალია ნაგებობა, მით უფრო დიდია დეველოპერის ხარჯი. დეველოპერები ცდილობენ, გარკვეულ სიმაღლეს არ ასცდნენ, რომ მათი დანახარჯები არ გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ჩვენ, მუნიციპალიტეტი და მერია ვართ ის სტრუქტურები, ვინც მათ უბიძგებს იმისკენ, რომ სადაც შესაძლებელია სიმაღლე უფრო გაზარდონ, იმიტომ რომ უფრო მეტი მიწა დაეთმოს რეკრეაციას, დასასვენებელ სივრცეებსა და ა.შ.“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები