15 ივნისს აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

დღეს, 15 ივნისს, უახლოეს საათებში აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები