სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე ისევ სირილ რამაფოსა აირჩია

სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე ისევ სირილ რამაფოსა აირჩია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

71 წლის რამაფოსას განცხადებით, ამომრჩევლები ელოდებიან, რომ ახალი სამთავრობო კოალიციის ლიდერები ერთად იმუშავებენ თითოეული მოქალაქის ინტერესებში.

ამასთან, ახალი სამთავრობო კოალიცია, რომელმაც რამაფოსას არჩევას დაუჭირა მხარი, აერთიანებს „აფრიკის ეროვნულ კონგრესს“, „დემოკრატიულ ალიანსს“ და რამდენიმე მცირე პარტიას.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნებში „აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა“ ბოლო 30 წელიწადში პირველად საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა და მხოლოდ ხმათა 40% მიიღო. მეორე ადგილზე 22%-ით „დემოკრატიული ალიანსი“ გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები