შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტში 100 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტში მონაწილეობას 100 ქვეყანა მიიღებს, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„ამ სამიტის ორგანიზებით შვეიცარია უზრუნველყოფს დისკუსიის პლატფორმას, სადაც ყველა დამსწრე სახელმწიფოს შეუძლია თავისი იდეები და ხედვები წარმოადგინოს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. […] 100 სახელმწიფოსა და ორგანიზაციის მონაწილეობა მთელი მსოფლიოდან ამ პროცესის კარგი საწყისი წერტილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარია სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები