გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი ოფიციალურად აიღო.

ტურნირის გახსნით მატჩში, მონაწილეობას ტრადიციულად მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის ნაკრები იღებს.

იულიან ნაგელსმანის გუნდის მეტოქე შოტლანდიის ნაკრებია. მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყო.

პირველობის მონაწილე 24 გუნდი 6 ჯგუფში განაწილდა. მათგან საუკეთესო თექვსმეტი ნაკრები ბრძოლას პლეი-ოფში განაგრძობს.

ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. პირველ გუნდს „ჯვაროსნები“ 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები