ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირებზე მორგებულ არაერთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას ახორციელებს

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირებზე მორგებულ არაერთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანი შშმ პირების ხელშეწყობაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შშმ პირებზე მორგებული სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები:

სოციალური დაცვის მიმართულებით

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა.
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა.
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა.
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა.
ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს დანერგა ახალი სოციალური სერვისი ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისის საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა (უფასო სერვისი)‘’. აღნიშნული სერვისის მიზანია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/მცხოვრები გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის სახელმწიფო და სამედიცინო სერვისების, ასევე, კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით მობილობაში დახმარების გაწევა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით

ძვირადღირებული გამოკვლევების თანადაფინანსება (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, PET/კტ კვლევა).
ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება.
ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება/თანადაფინანსება
სხვადასხვა სახის ინტელექტუალური შეზღუდვისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება/თანადაფინანსება,
18 წლის და მეტი ასაკის შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა.
პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე 0-18 წლამდე შშმ პირების სამედიცინო ერთჯერადი სახარჯი მასალისა და მოვლის საშუალებების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა.
კოხრეალური იმპლანტის მქონე ან მაღალი ხარისხის სმენადექვეითებული ნაოპერაციევი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის /პროცესორის ღირებულების თანადაფინანსება.
0–18 წლამდე კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბავშვებისთვის, იმპლანტის დამხმარე საშუალებების ღირებულების დაფინანსება/თანადაფინანსება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები