ვიქტორ ორბანი: ევროკავშირის სასამართლო, რომელმაც უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ჯორჯ სოროსის მიერ იმართება

ევროკავშირის სასამართლო, რომელმაც უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ჯორჯ სოროსის მიერ იმართება – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სოროსს აქვს გეგმა, მან ამის შესახებ გამოაცხადა, არასდროს დაუმალავს, თვითონ დაწერა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, მანვე ასევე აღნიშნა, რომ ბუდაპეშტისთვის დაკისრებული ჯარიმა – „ძალიან დიდი თანხაა“. მისი თქმით, ამჯობინებს ეს თანხა ოჯახებსა და პენსიონერებს შორის გადაანაწილოს, მაგრამ „ბრიუსელის გამო“ ამას ვერ გააკეთებს.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დაკისრებული ზომების შეუსრულებლობისთვის უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

დადგენილი ზომების შესრულების ვადაგადაცილების თითოეულ დღეს უნგრეთს 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები