გია ვოლსკი: გადაწყვეტილების მიმღები ნახევარზე მეტი უნდა იყოს და არა 2/3, რადგან ნებისმიერი ბერკეტი, რაც რადიკალურ ოპოზიციას საშუალებას აძლევს, ცესკოს საბოტაჟი მოახდინოს არის საფრთხე

კანონზე ვეტოს დადება ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს და უნდა, რომ ეს გატარებული იყოს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ბერკეტი, რაც რადიკალურ ოპოზიციას საშუალებას აძლევს, ცესკოს საბოტაჟი
მოახდინოს არის საფრთხე.

“დადგენილი იყო, რომ ცესკოს გადაწყვეტილებები ხმების 2/3-ით მიიღება, მაგრამ პოლიტიკური პარტიებისა და პროფესიული ნიშნით არჩეული პირების ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნებისმიერი ტექნიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში შეუძლია, საბოტაჟის რეჟიმზე გადაიყვანოს თავისი საქმიანობა და ცესკოს მიერ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შეაჩეროს.

გადაწყვეტილების მიმღები ნახევარზე მეტი უნდა იყოს და არა 2/3, რადგან ნებისმიერი ბერკეტი, რაც რადიკალურ ოპოზიციას საშუალებას აძლევს, ცესკო-ს საბოტაჟი მოახდინოს, ეს არის საფრთხე, რომელიც რეალურად დგას. მრჩეველთა საბჭოს, პრაქტიკულად, არასოდეს უმუშავია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საბჭოს შეადგენენ, მონაწილეობას იღებენ ცესკო-ს საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დროს გარკვეული პოზიციის გამოხატვის საშუალება აქვთ. კანონზე ვეტოს დადება ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს და უნდა, რომ ეს გატარებული იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები