თორნიკე რიჟვაძე: 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარაში 4,6 მლნ ვიზიტს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-ით გაზრდილია, მომავალი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ რომ აჭარაში განხორციელდეს არანაკლებ 6 მლნ ვიზიტი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გასული წელი იყო უპრეცედენტო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით.

,,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა შემოსავლებმა ტურიზმიდან ეროვნულ დონეზე და აჭარას ამ საერთო პროპორციაში მესამედზე მეტი აქვს კონტრიბუცია და შესაბამისად, ეს შემოსავლები აისახა აჭარის მოსახლეობაზე. მომავალი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ რომ აჭარაში განხორციელდეს არანაკლებ 6 მლნ ვიზიტი. აღიარებები, რომელიც გვაქვს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მოგზაურთა წამყვანი პორტალებიდან და ვიზიტორების გამოკითხვის მხრიდან არის საერთო მარკეტინგული კამპანიის ნაწილი ძალიან კონკურენტუნარიანიან დარგში. მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა ბათუმი და განსაკუთრებით ის ტურისტული ლოკაციები რომელიც შეიქმნა მუდმივად იყოს მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ყურადღების ცენტრში. ქალაქი მასპინძლობს როგორც სპორტული ტურიზმის ღონისძიებებს ასევე კორპორაციული ტურიზმის მიმართულებები მათ შორის ხშირად იმართება რეგიონული კონფერენციები, საერთაშორისო კონფერენციები რაც კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებდა ტურიზმს აჭარაში. ნამდვილად შთამბეჭდავია სპორტული ინფრასტრუქტურა. ბათუმის სტადიონმა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა როგორც ფეხბურთის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, ფინალს, ასევე რაგბის მატჩებიც ხშირად იმართება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების კუთხით” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ტურიზმის დინამიკა აჭარაში მუდმივად მზარდია. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარის რეგიონში 4 691 633 ვიზიტს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 10,4%-ით გაზრდილია. 2023 წელს, გაზრდილია ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის, იანვარ-მარტში რეგიონში 363 021 უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც +8.7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2019 წელთან შედარებით კი გაზრდილია +44.2%-ით. 2023-2024 წელს აჭარამ, ბათუმმა არაერთი აღიარება და ჯილდო მოიპოვა. ევროპის პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა და ასევე, ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების ათეულში მოხვდა. INDEPENDENT-ის რეიტინგში ბათუმი ევროპის ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები