„შეიძლება, ვიყავი მეძავი, მაგრამ მოღალატე – არასდროს“ – კურტიზანი ჯაშუშის, მატა ჰარის იდუმალი ცხოვრება
მატა ჰარი ველურ სილამაზეს ფლობდა. მისი თანამედროვეების და მეცნიერ-ფსიქოლოგთა აზრით, ის ნიმფომანი იყო, რომელსაც არანორმალური სექსუალური ვნება გააჩნდა და თვლიდა, რომ ამის გამო, მამაკაცებზე ბატონობის შესაძლებლობა ჰქონდა. ჯაშუში და კურტიზანი ქალი, რომელიც საიდუმლოებებში იყო გახვეული, ჯერ კიდევ სიცოცხლეში გახდა ლეგენდა.
ნიჭიერ ჯაშუშს კარგმა გარეგნობამ და მსუბუქმა ხასიათმა ბედნიერება ვერ მოუტანა. მან თავად მოიგონა ლეგენდა საკუთარი თავის შესახებ, რამაც ქალზე ცუდად იმოქმედა.
„მე არაფერს ვნანობ. ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი ლეგენდებით არის სავსე და ხშირ შემთხვევაში, მეც კი ვერ ვარჩევ სიმართლესა და გამოგონილს. ჩემს ცხოვრებაში საკმარისი იყო ცრემლიც, ტკივილიც და უბედურებაც, მაგრამ მე შევიცანი, რა არის ქალის ძალაუფლება მამაკაცებზე – მათზე, ვინც მთელი ერების ბედს წყვეტს“.
მატა ჰარის გარდაცვალების შემდეგ 100 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მისი პიროვნება დღემდე მილიონობით ადამიანს აღაფრთოვანებს. საზოგადოების თვალში ის მომაჯადოებელი ჯაშუში ქალის განსახიერება გახდა, რომელიც უშიშარი და მამაცი იყო.
მართლაც ასე იყო თუ არა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუმცა ეგზოტიკური მოცეკვავის და „საბედისწერო ქალის“ ბიოგრაფია მის პოპულარობას წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა. მასზე დაწერეს წიგნები, გადაიღეს ფილმები და შექმნეს თამაშები.
მატა ჰარიმ საკუთარი ცხოვრება თავიდან ბოლომდე გამოიგონა. დავიწყოთ იმით, რომ სინამდვილეში, მას მარგარეტ გერტრუდა ზელე ერქვა. გოგონა 1876 წლის 7 აგვისტოს დაიბადა ჰოლანდიელი მექუდის ოჯახში. 17 წლის ასაკში მარგარეტი ბიძასთან გადავიდა, მაგრამ დიდი ხნით ვერ დარჩა საცხოვრებლად – გოგონა ლამაზ ცხოვრებაზე ოცნებობდა, მაგრამ მკაცრს ბიძასთან ეს არ გამოუვიდოდა, ამიტომაც ძალიან მალე დატოვა მისი სახლი.
ამ ეპოქის გოგოსთვის ერთადერთი გამოსავალი დაქორწინება გახლდათ. გაზეთში სასურველი მამაკაცის არჩევის შემდეგ მარგარეტმა წერილი მისწერა მომავალ საქმროს – ოფიცერ რუდოლს მაკლიდს. მისი ასაკი მარგარეტისას, თითქმის, 20 წლით აღემატებოდა, მაგრამ წარმოშობით ძველი შოტლანდიელი იყო და, რაღა თქმა უნდა, საკმაოდ მდიდარი. წლინახევრის შემდეგ ოჯახი ჰოლანდიის ინდოეთში გადავიდა. მოწყენისა და სხვა უსიამოვნებების ფონზე, მარგარეტს აღარ სურდა ქორწინება მაკლიდთან, ამიტომ წყვილი ერთმანეთს გაშორდა.
განქორწინების შემდეგ წავიდა პარიზში – ქალაქში, სადაც მხატვრებისთვის პოზირებდა, მაგრამ ხელოვანებს ის არ მოსწონდათ, რადგან, მათი აზრით, პატარა მკერდი ჰქონდა. სასოწარკვეთილი მარგარეტი ჰოლანდიაში დაბრუნდა, მაგრამ დიდი ხნით არა. ქალმა პარიზში სამსახურის პოვნა მაინც შეძლო, კერძოდ – მოლიეს ცნობილი ცირკის ცხენოსნობის სკოლაში. თუმცა, ეს ყველაფერი მარგარეტს არ მოსწონდა. მალე გაახსენდა, რომ ინდოეთში მისი ცხოვრების პერიოდში აღმოსავლური ცეკვები ყველას მოსწონდა.
მარგარეტის დებიუტი 1905 წელს შედგა. ეგზოტიკური მოძრაობები ყველა დამსწრეს მოეწონა. მამაკაცებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ ცეკვის ფინალი, როდესაც გოგონამ ხელის ერთი მოძრაობით ტანიდან სამოსი ჩამოიხსნა. მისი წარმატება სულ უფრო იზრდებოდა, ის მაყურებელს მოძრაობის გარეშეც კი აჯადოებდა. და, აი, ტყუილი, რომელიც გოგონამ მოიგონა – ის ხშირად ჰყვებოდა თავისი გარდაცვლილი ინდოელი დედის და ბუდისტური ტაძრის შესახებ, რაც მის იერსახეს მეტ საიდუმლოებას სძენდა.
ცხადია, მარგარეტი ძალიან ბევრს მოსწონდა, თაყვანისმცემლების რიცხვი დიდი იყო. მათ შორის იყვნენ საკმაოდ ცნობილებიც და მდიდრებიც.. ერთ-ერთმა მათგანმა დივას აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში გამოსვლა და სახელი – მატა ჰარი – შესთავაზა.
ამ მომენტიდან მარგარეტი გარდაიცვალა. მას ევროპის საუკეთესო თეატრები იწვევდნენ, ერთი მდიდარი საყვარელი მეორით ნაცვლდებოდა და ქალი სიმდიდრეში ცხოვრობდა.
მატა ჰარი ადამიანებს ვერ ცნობდა, რამაც ძალიან მძიმე კვალი დატოვა მასზე. გოგონა გერმანელ პოლიციელს გადაეყარა და ჯაშუში გახდა – ახლა მას Н-21 ერქვა. გამოადგა თუა რა ის გერმანულ დაზვერვას, უცნობია.
„ვიხსენებდი ჩემს მდიდრულ ქურქებს და ტანისამოსს, რომელიც გერმანელებმა ბერლინში დატოვეს. გადავწყვიტე, რომ, ამის გამო, მათგან რაც შეიძლება, მეტი ფული უნდა ამომეღო“.
ასე გაგრძელდა 1916 წლამდე. როდესაც ამოტივტივდა საიდუმლო ჩანაწერები, რომელშიც მატა ჰარის სახელი ფიგურირებდა, ქალს ამჯერად საფრანგეთზე მუშაობა შესთავაზეს. გოგონა არ დაიბნა და გადაწყვიტა, რომ ორივესთვის ეჯაშუშა. თუმცა, ყველა საიდუმლოება ოდესმე მჟღავნდება და ესეც არ იყო გამონაკლისი.
მატა ჰარი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ქალია. ის მამაკაცების მოხიბვლას და მათგან ინფორმაციის გამოტყუებას ახერხებდა. მისი წარმატების „საიდუმლოება“ სამ წესში მდგომარეობდა:
- წესი პირველი – საჭიროა ინიციატივის გამოჩენა: ბავშვობიდან მატას ესმოდა, რომ ის ლამაზი იყო და მამაკაცების მართვა შეეძლო;
- წესი მეორე – ინტრიგის შენარჩუნება: მის საყვარლებს შორის ასზე მეტი წარმატებული მამაკაცი იყო, რომელთაც მასში საიდუმლოება იზიდავდათ;
- წესი მესამე – გამოიყენე ნებისმიერი შანსი, რომელსაც ბედი გაძლევს: მატა ჰარიმ ცეკვა არ იცოდა, მაგრამ ეს მის მაყურებელს არც სჭირდებოდა.
1917 წლის 13 თებერვალს სასტუმრო „ელიზე-პალასში“ მატა ჰარი დააკავეს და ჯაშუშობაში დასდეს ბრალი – ამბობენ, რომ ის პოლიციას შიშველი დახვდა. რომანების გარდა, ქალი ყველაფერს უარყოფდა:
„შეიძლება, ვიყავი მეძავი, მაგრამ მოღალატე – არასდროს“.
სასამართლოს დროს მას მხარს უჭერდნენ მისი საყვარლები. ადვოკატი და საყვარელი მოსამართლის წინაშე მუხლებზეც კი დადგნენ, მაგრამ მატას გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. 15 ოქტომბერს ის დახვრიტეს. 12-მა ჯარისკაცმა ერთდროულად ესროლა ჯაშუშს, რომელიც მათ პირდაპირ თვალებში უყურებდა.