როგორ შენდებოდა ჰუვერის კაშხალი – იშვიათი ფოტოკოლაჟი
ჰუვერის კაშხალს ბლეკ-კანიონზე, მდინარე კოლორადოზე, აშშ-ის შტატების – არიზონისა და ნევადის საზღვარზე შეხვდებით. კაშხალს, რომელიც ლას-ვეგასიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 48-ში მდებარეობს, სახელი ეწოდა ჰერბერტ ჰუვერის პატივსაცემად, რომელმაც მის მშენებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, თავდაპირველად როგორც აშშ-ის სავაჭრო მდივანმა, შემდეგ კი, პრეზიდენტმა.
კაშხლის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო და 1936 წელს დასრულდა, გეგმით გათვალისწინებულზე ორი წლით ადრე. 1981 წელს შეტანილ იქნა ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ რეესტრში, ხოლო 1985 წელს ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. კაშხლის მიერ წარმოქმნილ ტბას სახელი ელვუდ მიდის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც ასევე კაშხლის მშენებლობას მეთვალყურეობდა.