გია აბაშიძე: სუს-ის თანამშრომლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შიდა და გარე მტრების შემოტევების მოგერიება ეფექტურად ხდება, მათი და სამართალდამცველების პროფესიონალიზმით, საქართველოს მშვიდად განვითარების საშუალება აქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შიდა და გარე მტრების შემოტევების მოგერიება ეფექტურად ხდება, მათი და სამართალდამცველების პროფესიონალიზმით, საქართველოს მშვიდად განვითარების საშუალება აქვს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა უმთავრესი გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშეა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შიდა და გარე მტრების შემოტევების მოგერიება ეფექტურად ხდება, მათი და სამართალდამცველების პროფესიონალიზმით, საქართველოს მშვიდად განვითარების საშუალება აქვს.

სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა უმთავრესი გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშეა – რუსული ოკუპაცია, დესტაბილიზაციის გამოწვევის, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ძალების მხრიდან.

მოგვიანებით, ლილუაშვილმა მედიასთან განმარტა, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას.

„აუცილებლად იქნება გამოძიებული ყველა იმ აქტორის როლი, რომელიც დაინტერესებულია დამშვიდებული, დაწყნარებული, სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყნის არევით“, – აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

მანამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა თქვა: გამოვლენილია ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში, მაგრამ მთავარი ამოცანა ჯაშუშების დაკავება არ არის – სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული ქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ, კავშირები დავადგინოთ, მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები. ამით მოვახდინოთ პრევენცია და ეს გამოვიყენოთ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.

რასაკვირველია, საქართველოს „მეხუთე კოლონა“ უსამშობლო ნაცოპოზიციის სახით, ამ შემთხვევაშიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იყო“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები