დავით ქართველიშვილი – ნიკო მანაგაძის განცხადებაზე: უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი, ასე შთააგონეს უსამშობლო – უღმერთოებმა

„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“ – უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციონერი აქტივისტის, ნიკო მანაგაძის განცხადებას, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ დედასთან არ აქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით – ბოლო თვეების განმავლობაში.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მანაგაძეს ასე შთააგონეს უსამშობლოებმა და უღმერთოებმა.

„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“ – უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი. ფაქტობრივად, იმ გენეტიკურ ჯაჭვში, წარსულიდან აქამდე რომ მოიყვანა და მისგან უნდა გაგრძელებულიყო – დამპალი რგოლის როლს ასრულებს. რატომ? ასე რომ შთააგონეს უსამშობლო/უღმერთოებმა – იმიტომ? ბევრნი ხართ ასეთები?“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები