ეროვნული გვარდიის მეთაური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ კოლეგებს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძის ხელმძღვანელობით, ბუნდესვერის რეზერვისტთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ მაიორმა ვერნერ ვაიზენბურგერმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და გერმანიის რეზერვისტთა მომზადების საკითხებში გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებზე ისაუბრეს.