„ადამიანებს უნდათ, ახალგაზრდების ზურგს ამოფარებულები დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში” – გია ცაგარეიშვილი

„ადამიანებს უნდათ, ახალგაზრდების ზურგს ამოფარებულები დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში, დაიმკვიდრონ ადგილი. ესეც ამ ადამიანების ერთგვარი ტრაგიზმია”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ,,დღის ქრონიკაში,, ისაუბრა.

“ტრაგიკული ხარ ადამიანი, როცა შენი თაობის იმედი აღარ გაქვს – იმ თაობის, სადაც გაიზარდე, ადამიანად ჩამოყალიბდი, რაღაც ღირსება შეიძინე, მეგობარი შეიძინე, დაკაცდი, დაქალდი, ცხოვრება ისწავლე. იმ თაობის იმედი საერთოდ აღარ გაქვს იმიტომ, რომ წყალწაღებული, სახელგატეხილი ხარ იმ თაობაში. და სად იყურები? იყურები ახალგაზრდა თაობისკენ, იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას, ასაკიდან გამომდინარე, ისტორიული მეხსიერება ნაკლები აქვს. შესაძლებელია ნაკლებად იცოდეს შენ რა ავაზაკი იყავი წინა ცხოვრებაში და შესაძლებელია მოტყუვდეს იმ ლამაზი სიტყვებით, რომ ქართული დემოკრატია დასამარდა და „ქართული ოცნება“ რუსეთში მიდის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები