მერია: გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარება უახლოეს პერიოდში დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გაწმენდითი სამუშაოების დაწყებამდე ტანას ხეობაში არსებულ მდგომარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ტანას ხეობაში პრობლემები შექმნა. რამდენიმე ადგილას დაზიანებულია ხიდები და გზის სავალი ნაწილი.

უხვი ნალექის შედეგად წაქცეულია ხეები.

მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები