ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო

„სარფის  საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებას ეცნობა. ფინანსთა მინისტრმა პირადად დაათვალიერა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა,  სადაც მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას გაეცნო.
,,მიუხედავად არსებული მდგომარეობისა  საბაჟო და საპატრულო პოლიცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. არ არის რიგები საბაჟოზე. იმედი მაქვს, გზებზე მოძრაობის შეფერხების საფრთხე აღარ იქნება.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ  ტრანზიტულ,   საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების  მოძრაობას ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დღესვე, ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრის დავალებით  აჭარაში შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას,  სადაც აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალსა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები