სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბური პროექტები ხორციელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა. დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, არსებულ საჭიროებებზე, პრიორიტეტებზე, მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბური პროექტები ხორციელდება. მათ შორის, ბინების ფასადების, მოსასვენებელი სივრცეების, სპორტული მოედნების მშენებლობა რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგოც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე შიდა-სასოფლო გზებზე.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება”,- აცხადებს დავით ბახტაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები