“ძალიან ცუდია, როდესაც თქვენი საამაყო გრიგორიადისი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას სიტყვები არის არასწორი” – სტუდენტი

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი ერთ-ერთ სტუდენტს, გიორგი თედორაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

დაპირისპირება თედორაძის მიერ ზურაბიშვილის მიმართ დასმულმა კრიტიკულმა შეკითხვამ გამოიწვია.

“ძალიან ცუდია, როდესაც თქვენი საამაყო გრიგორიადისი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას სიტყვები არის არასწორი”, – აღნიშნა სტუდენტმა, გიორგი თედორაძემ.

სალომე ზურაბიშვილთან დაგეგმილი გუშინდელი შეხვედრა სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები