7 უცნობი ისტორია, რომელიც ცნობილი ფილმების კულისებში დარჩა
ფილმები გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმოგზაუროთ სხვადასხვა დროსა თუ ქვეყანაში, გავიცნოთ საოცარი პერსონჟები და ცოტა ხნით მაინც დავაღწიოთ თავი ყოველდღიურ რუტინას. ხანდახან გვავიწყდება კიდეც, რომ ეს ფილმია და მსახიობები როლებს ასრულებენ, მაგრამ როცა ეკრანი შავდება და ტიტრები ამოსვლას იწყებს, ჩვენც რეალურ სამყაროს ვუბრუნდებით.
იმ ისტორიების გარდა, რომლებსაც ეს ფილმები მოგვითხრობენ, საინტერესოა ის რეალური ამბებიც, რომლებიც ფილების გადაღებისას მოხდა. გთავაზობთ 7 მათგანს.
„ნათლია“
ფილმის ერთ-ერთ ცნობილ სცენაში მარლონ ბრანდოს ხელში უჭირავს კატა, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლამ Paramount-ის ერთ-ერთ სტუდიაში იპოვა. სცენარში ეს გათვალისწინებული არ იყო, თუმცა კატას ისე მოეწონა მსახიობის მკლავებში ჯდომა, რომ გამუდმებით კრუტუნებდა და ბრანდოს დიალოგს ახშობდა. ასე რომ, სცენის თავიდან გადაღება მოუწიათ.
„არმაგედონი“
NASA-ში, მათი სასწავლო პროგრამის განმავლობაში, ახალწვეულებს აჩვენებენ ამ ფილმს, რათა მათ რაც შეიძლება, მეტი შეცდომა იპოვონ. ამ დროისთვის რეკორდი 68 შეცდომაა.
„ჯანგო“
როდესაც ლეონარდო დიკაპრიომ ფილმის ერთ-ერთ სცენაში მაგიდას ხელი დაარტყა, შემთხვევით ჭიქა გატეხა და ხელისგული დაიზიანა. თუმცა, მსახიობმა, სწრაფი სისხლდენის მიუხედავად, თამაში გააგრძელა და როლიდან არ გამოვიდა. სცენის დასრულების შემდეგ დიკაპრიოს საქციელს ოვაციები მოჰყვა. ფილმის რეჟისორი კვენტინ ტარანტინო იმდენად აღფრთოვანებული იყო შესრულებით, რომ მან ეს სცენა ფილმის საბოლოო ვერსიაში შეიტანა.
„ფორესტ გამპი“
ამ ფილმზე მუშაობისთვის, ტომ ჰენკსისთვის ანაზღაურება არ გადაუხდიათ. ამის ნაცვლად, მან სალაროებში შესული თანხიდან პროცენტი აირჩია, რისი წყალობითაც, საბოლოოდ, $40 მილიონი გამოიმუშავა.
„ტიტანიკი“
მას შემდეგ, რაც ქეით უინსლეტმა სცენარიდან შეიტყო, რომ ლეონარდო დიკაპრიოს წინაშე გაშიშვლება მოუწევდა, უხერხულობის დაძლევა მაშინვე გადაწყვიტა. როდესაც მსახიობები შეხვდნენ, მან შეიხსნა მოსასხამი, რომლის ქვეშაც არაფერი ეცვა.
„ბეჭდების მბრძანებელი“
გადაღებისთვის მსახიობებს ხშირად უწევდათ ვერტმფრენით ფრენა ახალი ზელანდიის შორეულ ნაწილებში. შონ ბინს, რომელიც ბორომირის როლს ასრულებდა, ფრენის ეშინოდა და შვეულმფრენში მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში ჯდებოდა. როდესაც სცენას თოვლიან მთებში იღებდნენ, მსახიობი ყოველ დილით ორი საათის განმავლობაში ადიოდა მწვერვალზე, რათა გადასაღებ მოედანზე მისულიყო.
„ჯონ ვიკი 2“
კიანუ რივზმა ტრიუკების 95 პროცენტი თავად შეასრულა. როლისთვის მოსამზადებლად მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა. ის ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს, სროლასა და ექსტრემალურ მართვას ეუფლებოდა.