„აუცილებლად ჩავიცვამ თეთრ კაბას და ჩემი ქორწილი აუცილებლად საქართველოში იქნება“

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მისი და ერეკლე კოდუას ურთიერთობებზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. მისი თქმით, მას მეუღლე დიდი ხანი არ უნახავს, თუმცა როგორც ჟურნალისტი ამბობს, მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. ნანუკა ჟორჟოლიანი ქორწილის გადახდას გეგმავს.
„დაახლოებით თვენახევარია რაც ირაკლი არ მინახავს. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ წონაში დამეკლო. ამბობდა, ბენი ჰილის ცოლივით ხარ, ქორწილში რომ გასუქდა. გამხდარი გოგო შემომეპარე და აღმოჩნდა, რომ ძალიან მსუქანი ხარო. ახლა კი ჩემი გახდომით ირაკლი ძალიან ბედნიერია, ფიქრობს, რომ ძველ ნანუკას იბრუნებს. ერთმანეთს დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. სხვათა შორის, მასთან ახლა ურთიერთობის ყველაზე დიდი პაუზა მაქვს, ოქტომბერში ინტერნეტ-ტელევიზიას ვხსნი და კარგად რომ დაიქოქება, მერე წავალ ირაკლისთან. მასთან აბსოლუტურად ძველი ნანუკა დაბრუნდება და ალბათ ხელსაც მთხოვს. ქორწილი არ გვქონია, მე კიდევ თეთრი კაბა მინდა. აუცილებლად ჩავიცვამ თეთრ კაბას და ჩემი ქორწილი აუცილებლად საქართველოში იქნება. მინდა, ეს, რომელიღაც წელს დავამთხვიო და იმ წელს ზუსტად ერთად ყოფნის 10 წლის იუბილე გვექნება“, – აცხადებს ჟორჟოლიანი „სარკესთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები