ჯიმ ო’ბრაიენი: აშშ გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს – სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

როგორც ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში წერს, შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები