გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა. არჩილ ხაბაძემ გიორგი მარგველაშვილს ინფორმაცია მიაწოდა აჭარაში სტიქიით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აჭარის მთავრობა აქტიურად ურთიერთობს მოსახლეობასთან და ორგანიზებულად მუშაობს პრობლემების მოსაგვარებლად. გიორგი მარგველაშვილი აჭარაში ორი დღის წინ იმყოფებოდა, იგი ადგილზე გაეცნო სიტუაციას და მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა. ამინდი აჭარაში წუხელ ღამით კვლავ გაუარესდა, ზღვაზე ხუთბალიანი შტორმია, დატბორილია უბნები.