რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უპილოტო თვითმფრინავებმა ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთს შეუტიეს, საიდანაც MiG-ები აფრინდებიან
შაბათს, 8 ივნისს, პირველად დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც მდებარეობს აეროპორტი, რომლიდანაც უკრაინაზე თავდასხმის მიზნით თვითმფრინავები ფრინდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რუსეთი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დილით ჩრდილოეთ ოსეთში, ალანიაში დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
რეგიონის დეფაქტო გუბერნატორმა განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოზდოკში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
დეფაქტო ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინული მხრიდან ჩამოფრინდა. მათი მიზანი იყო სამხედრო აეროდრომი.