კარლ ბილდტმა მასსა და სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვა უწოდა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი შვედურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გავლენის გაძლიერებაში ეხმარებოდა, არ ადასტურებს. ბილდტმა ბრალდებებს ბოდვა უწოდა.
“ეს სრული ბოდვაა. თუ ჩემი მისამართით ასეთი ბრალდებები, მართლაც, კეთდება, მაშინ მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. თუმცა, პირადად მე ასეთი ბრალდებები მათი მხრიდან არ მომისმენია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სრული სისულელეა, თუ შეიძლება ასე ითქვას”, – აღნიშნა კარლ ბილდტმა რუსულ RTVI-სთან საუბრისას.
რამდენიმე კვირის წინ დანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის კომპანიის სახელზე სააკაშვილის მთავრობა მილიონობით დოლარს და ევროს აგზავნიდა. ხაინდრავამ დოკუმენტებიც წარადგინა, რაც, მისი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები