არჩილ თალაკვაძე: ეკა კვესიტაძის გადაცემა სახიფათო გზავნილებს შეიცავდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეკა კვესიტაძის გადაცემაში გამოყენებული გზავნილი – „ციხეების არ ეშინიათ ხალხო“ , სახიფათოა ქვეყნის უახლოესი წარსულიდან გამომდინარე.
„როცა ამდენი ადამიანი დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მოწოდება, რომ ციხეები ძალადობის გარეშე, იმ კონტროლის გარეშე ვეღარ იმართება, ეს არის ირიბი მოწოდება, რომ ძალადობა არის ერთადერთი გამოსავალი. ძალიან კარგი იქნებოდა, გადაცემაში გაეშუქებინათ, როგორ იმართება ევროპული ციხეები. ჩვენგან 2 წელიწადში ითხოვენ სკანდინავიურ ციხეებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს აქვს პრობლემების მოგვარების გეგმა, ხოლო მსჯავრდებულთა უმრავლესობა, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ, პასუხისგებაში უკვე მიეცნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემაში გამოქვეყნებული ჩანაწერები ექსკლუზიური არ არის. თალაკვაძის თქმით, ამ ჩანაწერების უმრავლესობა გადაეცა მხარეთა ადვოკატებს, რომლებმაც, როგორც ჩანს, მასალა ეკა კვესიტაძეს მიაწოდეს.
„ძალიან დაუგვიანდა მას ჩანაწერების გამოქვეყნება, რადგან ეს ადამიანები სამართალდამცავებმა პასუხისგებაში მისცეს. რეალურად, რაც ვნახეთ, ეს არის მოდელირებული არეულობა ციხეებში სპეცეფექტების საშუალებით. როდესაც ძველ ვიდეოჩანაწერებზე ადამიანები ამბობენ, რომ ციხეებში ხდება კატასტროფა, ეს არის კარგად ცნობილი ტექნოლოგია – როგორ შევიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო:  http://reportiori.ge/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები