„ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს არავითარი უფლება არ აქვთ, ისხდნენ სტუდიაში და ადამიანის უფლებათა დაცვაზე ილაპარაკონ“
ისტორიკორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ თენგო ერისთავის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში გასული ცხრა წლის განმავლობაში შექმნილი სიტუაციის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებათა დაცვაზე არ უნდა საუბრობდეს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შს მინისტრისგან , რომ როდესაც სააკაშვილი სარფში შეხვდა „ნაცმოძრაობას“, იქ დაიგეგმა, რომ მოაწყონ არეულობა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ მოსახლეობა. ეს იყო არაპროფესიონალურად ჩატარებული სპეცოპერაცია, რომ ხალხი გაღიზიანდეს“,- აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.
მან თხოვნით მიმართა სამართალდამცავებს, კვალიფიციურად გამოიძიონ თენგო ერისთავის დაკავების ფაქტი.