ევაკუაცია სოფელ შემოქმედში – ადიდებულმა მდინარემ სახლები და სკოლა დატბორა (ფოტოკოლაჟი)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟას ადიდების შედეგად ათამდე სახლი და სოფლის სკოლა დაიტბორა. როგორც “კვირას“  შემოქმედის მაჟორიტარმა დეპუტატმა   ხვიჩა წულაძემ განუცხადა, იმ სახლებიდან, რომელთაც დატბორვა ემუქრებათ, მობინადრეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
“ადიდებულმა მდინარემ ჯებირები მოანგრია და გზის ნაწილიც დააზიანა. რამდენიმე სახლის პირველი სართული სრულად დაიტბორა, წყლის დონე ნახევარ მეტრს აღწევს. ადგილზე სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუკვაძეც“, – განუცხადა “კვირას“ ხვიჩა წულაძემ.

1491754_299662830239907_4461908495314256664_n

10660152_299662846906572_2932653265420820589_n

10690280_299662880239902_3775476466382766700_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები