ნარმანია: “სითი პარკთან” დადებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეისწავლის
კომპანია “სითი პარკთან” დადებულ ხელშეკრულებას კვალიფიციური საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეისწავლის, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიას თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება დამატებით კვალიფიციურმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს. მისივე თქმით, სამართლებრივი და ფინანსური ანალიზი გაკეთდება, რათა ქალაქის ხელმძღვანელობას ჰქონდეს მყარი არგუმენტები და დასკვნა, რატომ არის აუცილებელი კომპანიასთან დადებული კაბალური ხელშეკრულების შეცვლა, მასში დამატებების შეტანა იმისთვის, რომ ხელშეკრულება თბილისელებისათვის უფრო სასარგებლო გახდეს.