უპილოტო ლაინერებს ინტერნეტის განვითარებისთვის გამოიყენებენ
ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეს მსოფლიოს წამყვანი პროვაიდერები ცდილობენ, ინტერნეტი მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი ადამიანისთვის. პორტუგალიური კომპანია ,, Quarkson“-ი აპირებს პატარა უპილოტო ლაინერების გამოყენებას ამ მიზნისთვის, პორტუგალიური პროექტი წააგავს Google-ის ცნობილ საკომუნიკაციო პროგრამას სახელწოდებით: ,, Project Loon“, რომელიც აპირებდა ინტერენტის მიწოდებას პლანეტის ძნელად მისადგომ რეგიონებში.
შეგახსენებთ, რომ ,, Project Loon“ განხორცილებას Google საჰაერო ბურთების დახმარებით აპირებდა, თუმცა პორტუგალიური პროექტი ოდნავ განსხვავებულია და მოძრაობის სხვა საშუალებას ირჩევს, რაც ბევრად ეფექტური იქნება სწრაფი გადააგილებით და ინტერნეტის მიწოდების სიჩქარით.