გრეტა წიწავა: ყველა თანანშრომელს ვულოცავ პროფესიულ დღეს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გრეტა წიწავა პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“მინდა პატივისცემა და თანადგომა გამოვხატო ჩვენი პოლიციელების მიმართ. ადამიანები, რომლებიც 24/7 ხშირ შემთხვევში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეების, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ემსახურებიან სამშობლოს და ხალხს – აღსანიშნავია თქვენი პროფესიონალიზმი და საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა.
ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების წინაშე – მარადიული ხსოვნა მათ.
ყველა თანანშრომელს ვულოცავ პროფესიულ დღეს.
მადლობა და წარმატებები!”, – წერს წიწავა.