“გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა, მხოლოდ საქართველოში ცდილობენ, ამ გამოწვევასთან ბრძოლას “რუსული” უწოდონ” – იონათამიშვილი

ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ აფასებს მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა.

“გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა!
ქვეყნები და ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხონ.

უკვე გუგლსაც კი აქვს გამჭვირვალობის რეესტრი. მხოლოდ საქართველოში ცდილობენ, ამ გამოწვევასთან ბრძოლას “რუსული” უწოდონ.
ქართველები კი გაუბედავები და სხვისი მორჩილები არ აღმოვჩნდით. მეტიც, ბევრს დავასწარით კიდეც!”, – წერს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები