ერდოღანი – ისრაელის პრემიერ-მინისტრზე: მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს მანიაკისა და ფსიქოპატის ბარბაროსობას

მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს პაციენტის, მანიაკის, ფსიქოპატის და სისხლით მკვებავი ვამპირის, სახელად ბენიამინის ბარბაროსობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კაცობრიობის ალიანსით სასწრაფოდ უნდა შეწყდეს გენოციდი, სისასტიკე და ბარბაროსობა – ვიდრე გვიანი არ არის.

„მსოფლიო არ დაივიწყებს გარდაცვლილ ჩვილებს, ბავშვებს და უდანაშაულო მოქალაქეებს. ეს ბარბაროსობა, რომელიც სამიზნეში იღებს საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და ლტოლვილთა ბანაკებს, არ იქნება დავიწყებული. ეს სისასტიკე, რომელმაც განზრახ მოკლა ჟურნალისტები და მეცნიერები, არ იქნება დავიწყებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის ადმინისტრაცია და სიონისტური ლობი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სასამართლოზე და მოსამართლეებზე ღია მუქარით. ამის საშუალება არ უნდა მიეცეს. ისრაელს ხელი უნდა შეეშალოს სამართლიანობის გამოვლინების ბოლო ნატეხის განადგურებაში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები