„უცნაურია, მაგრამ ფაქტია“ – ამბები, რომლებიც შეიძლება, არ იცოდეთ

რატომ შეიძლება, ნორვეგიაში მოხუცისთვის სატრანსპორტო საშუალებაში ადგილის დათმობა ცუდი ტონი იყოს ან ჩინეთში დიასახლისისთვის ყვავილების ჩუქება არ იყოს მისაღები? უცნაურია, მაგრამ ფაქტია…

ნორვეგიაში არ არის ნორმალური, ადგილი დაუთმოთ ხანდაზმულ ადამიანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ითვლება, რომ ამით თქვენ ხაზს უსვამთ თქვენს ფიზიკურ უპირატესობას.

ჩინეთში არ არის მიღებული დიასახლისისთვის ყვავილების მიტანა. ამით სტუმრები ხაზს უსვამენ იმას, რომ სახლი მახინჯია და დეკორაციები სჭირდება.

მამაკაცის მკერდის ჩვენება ნიუ-ჯერსის სანაპიროებზე 1937 წლამდე აკრძალული იყო.

1870 წლამდე აბორტის ერთ-ერთი გავრცელებული გზა იყო ჯანსაღი კბილის ამოღება. ითვლებოდა, რომ ტკივილს შეუძლია, ხელი შეუწყოს სპონტანურ აბორტს.

ძველ რომში კოსმეტიკურ ქირურგიას აქტიურად მიმართავდნენ. კაცები ზურგზე ნაწიბურებს იშორებდნენ, რადგან შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ ბრძოლის დროს მან მტერს ზურგი აქცია.

ბრიტანეთის არმიის ოფიციალური იარაღებიდან შუბი 1927 წელს ამოიღეს.

მეზღვაურებს ხშირად ეკეთათ ოქროს საყურეები, რათა მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში, ღირსეულად დაეკრძალათ.

1500 წელს ინგლისში ბოლო მგელი მოკლეს, 1770 წელს – ირლანდიაში, ხოლო დანიაში – 1772 წელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები