მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, ალუდა ღუდუშაური არის დასაჯარიმებელი, რადგან კანონზე მსჯელობაში შეჰყავს პრეზიდენტის წარმომადგენელი; როგორ შეიძლება კანონის შინაარსში შესვლა? მას ეს აკრძალული აქვს
„როგორ შეიძლება კანონის შინაარსში შესვლა? თქვენ აკრძალული გაქვთ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.