ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
,,კაი, რა….. ჩემო საყვარელო, ტრისტან“,… – წერს მსახიობი, პაატა გულიაშვილი.
ტრისტან სარალიძე 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები