ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით გვჭირდება სერიოზული ძვრები, ასევე ჯანდაცვაში გასაუმჯობესებელია მომსახურების ხარისხი

განათლების სფეროში გვჭირდება როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა ასევე მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზეც.

„განათლების სფეროში გვჭირდება, როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თვისებრივად შეიძლება, შეიცვალოს სისტემა, გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, განათლების ხარისხი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ახლა ვმუშაობთ. ასევე ჯანდაცვაში გასაუმჯობესებელია მომსახურების ხარისხი, რასაც სჭირდება კომპლექსური, სისტემური მიდგომა და ამაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები