26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შენონები საქართველოს დროშის ფერებში განათდა (ფოტოგალერეა)

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შენობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

სტრასბურგში საქართველოს დროშის ფერებში ევროპის საბჭოს შენობა განათდა, ნიუ-იორკში „თაიმსკვერის“ ბილბორდზე გამოისახა საქართველოს დროშა, ხოლო სან-ფრანცისკოში ქართული დროშა მერიის შენობაზე აღიმართა.

ასევე, საქართველოს დროშები გამოისახა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე – ძვ.წ. მე-7 – მე-6 საუკუნის ფილეს ტაძრის კომპლექსზე ასუანში.

პარიზში მე-17 ოლქის მერია, საქართველოს დროშის ფერებში გაფორმდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს ცენტრალური, მაკედონიის მოედანზე საქართველოს დროშა და საქართველოს საიმიჯო კლიპები იქნა გაშვებული.

ქ. ნიქოზიის ამფითეატრზე საქართველოს ეროვნული დროშა გამოისახა და ასევე, ცენტრალური მოედანი ( Eleftheria square) განათდა საქართველოს დროშის ფერებში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. დუბლინის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დროშები აღიმართა.

საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში საქართველოს დროშის ფერებში განათდა თესალონიკის სანაპიროზე მდებარე თესალონიკის ქოლგები.

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები