თსუ-ს სტუდენტი: რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ირაკლი კობახიძის ლექციებზე სტუდენტები პროტესტის ნიშნად არ დადიან – ეს არის სიცრუე, აუდიტორია იყო გავსებული

რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც მე სტუდენტებს ვერ ვუწოდებ, ცდილობენ ნებისმიერ ფასად ჩაშალონ საგანმანათლებლო პროცესი, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, სოფო კლიმიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ცდილობენ შექმნან გაუგებარი შინაარსის მქონე, მაგრამ ცალსახად რადიკალური პოლიტიკური კონიუნქტურა უნივერსიტეტში და საზოგადოებას დაანახვონ, რომ თითქოს ბატონ ირაკლი კობახიძის ლექციებზე სტუდენტები პროტესტის ნიშნად არ დადიან, მაგრამ ჩვენ დღეს ყველამ ერთხმად ვნახეთ, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, აუდიტორია იყო გავსებული“, – აღნიშნა სტუდენტმა.

ინფორმაციისთვის, თსუ-თან ნიკო მანაგაძემ პრემიერის ლექციის ჩაშლა ისევ სცადა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები