თეა წულუკიანმა და ელისო ბოლქვაძემ ლევილში ქართველების საფლავები ყვავილებით შეამკეს

კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ლევილის სასაფლაოზე მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ტრადიციისამებრ, კულტურის მინისტრმა ასევე პატივი მიაგო თენგიზ და კატი დადეშქელიანების, ნინო (ნუცა) გორდელაძე-თაყაიშვილის, მამია და ქრისტინე ბერიშვილების და სხვა ქართველთა ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევილის სასაფლაოს ის ნაწილი, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ემიგრაციის სხვა წარმომადგენლები განისვენებენ, ლევილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მისი მოვლა-პატრონობის უფლება ქართულ მხარეს არ აქვს.

„22 მაისს თეა წულუკიანისა და ლევილის მერის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ლევილის ქართველთა სასაფლაოს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქართული და ფრანგული მხარეები შეადგენენ თანამშრომლობის დოკუმენტს, რომლის თანახმად, ქართველთა სასაფლაოს მოვლა-პატრონობის უფლება-მოვალეობები ორივე მხარეს გაუნაწილდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები