„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები დედაქალაქში მსვლელობას მართავენ (ფოტო)

თბილისში „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ.

მარშის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ მიემართებიან.

ამასთან, ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შსს-ს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები