ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, 61 წლის ქალს კაცმა ჩაქუჩი ჩაარტყა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გ.შ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ის პოლიციამ გამთენიისას დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.