მოკლა ცოლი და ამის შესახებ რომანი დაწერა – 7 ფაქტი რიჩარდ კლინკჰემერის შესახებ

ჰოლანდიელმა მწერალმა, რიჩარდ კლინკჰემერმა თავისი ცხოვრების მანძილზე სულ რამდენიმე რომანი დაწერა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა. ეს ლიტერატურული ტალანტის გამო არ მომხდარა. მამაკაცი ცნობილი გახდა იმით, რომ თავისი მეუღლე მოკლა და წიგნში დაწვრილებით აღწერა დანაშაულის ყველა დეტალი.

ახლა კი ამ ადამიანის შესახებ შვიდი საინტერესო და საზარელი ფაქტის შესახებ მოგიყვებით.

Фотография: Убил жену и написал об этом роман: 7 фактов о зловещем Ричарде Клинкхаммере №2 - BigPicture.ru

რიჩარდ კლინკჰემერი დაქორწინებული იყო თავის ნახევარდაზე

რიჩარდი და მისი მეუღლე ლეონტინ ვან ემერიკი ჰარმონიასა და სიყვარულში ცხოვრობდნენ იქამდე, სანამ რიჩარდის ნახევარდამ, ჰანიმ, ამ ჰარმონიის დანგრევა არ მოინდომა. გოგონა შეყვარებული იყო თავის ძმაზე 13 წლის ასაკიდან, ამიტომ, როდესაც მას 19 წელი შეუსრულდა, გამოუტყდა რიჩარდს გრძნობებში და მასთან რომანი გააბა.

როდესაც რიჩარდის მეუღლემ ამის შესახებ გაიგო, მათ „შვედური ოჯახის“ მსგავსად სცადეს ცხოვრება, მაგრამ ლეონტინმა დიდხანს ვერ გაძლო. საბოლოოდ, მწერალი გაშორდა მას და თავის ნახევარდაზე დაქორწინდა.

მეორე ქორწინებაში კლინკჰემერმა დაიწყო წიგნების წერა მკვლელობებზე

როდესაც კლინკჰემერი მეორედ დაქორწინდა, მასში მწერლის ნიჭმა გაიღვიძა. მამაკაცმა დაიწყო რომანის – „მორჩილი, როგორც ძაღლი“ – წერა,  რომელშიც უცხოურ ლეგიონში თავის მსახურებაზე ჰყვება. როგორც რიჩარდი წერს, სწორედ იქ ისწავლა მან მკვლელობის „ხელოვნება“ და გვამის მოშორება. მოგვიანებით, მწერალმა გამოუშვა კრებული „სასტუმროს ქურდი და სხვა მოთხრობები“. მისი ნამუშევრები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, მაგრამ ავტორისთვის კარგი შემოსავლის მომტანი იყო.

Фотография: Убил жену и написал об этом роман: 7 фактов о зловещем Ричарде Клинкхаммере №3 - BigPicture.ru

რიჩარდს ეზოში ორმოების ამოთხრა უყვარდა

რიჩარდი ლუდის მოყვარული იყო – მას სახლში ყოველთვის ჰქონდა სასმლის რამდენიმე ყუთი, მაგრამ ბოთლების შენახვის წესი მის მეგობრებსაც კი აოცებდა. მწერალი ეზოში ორმოებს თხრიდა და შიგნით ლუდის ყუთებს დებდა. რამდენიმე ორმო იმდენად განიერი და ღრმა იყო, რომ იქ ადამიანის ცხედარიც თავისუფლად მოთავსდებოდა. რიჩარდის ალკოდამოკიდებულება ჰანისთან კონფლიქტს იწვევდა. გარდა ამისა, წყვილი ხშირად ჩხუბობდა ფულთან დაკავშირებულ პრობლემებზე. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ქალი ქუჩაში ხშირად შეუნიშნავთ სხეულზე გარკვეული დაზიანებებით.

რიჩარდმა ჰანი მოკლა და ამის შესახებ წიგნი დაწერა

ერთ-ერთი ჩხუბის დროს ჰანი ძალიან გაბრაზდა და სახლიდან რიჩარდის გაგდება სცადა. ქალმა სამუშაო რკინის იარაღიც კი აიღო ხელში, რომ ქმარს დამუქრებოდა, მაგრამ ეს ძალიან მალე ინანა. მეუღლემ რკინა ხელიდან გამოსტაცა და ცემა დაუწყო. ეს სიკვდილამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ მწერალმა ქალის ცხედარი ერთ-ერთ ორმოში ჩააგდო, მიაყარა ტალახი და კომპოსტი, ზემოდან კი, ბეტონი დაასხა.

მან თავად აღწერა ეს მკვლელობა საკუთარ წიგნში – „ოთხშაბათი, ფარშის დღე“. გამომცემლობებმა უარი თქვეს ამ წიგნის დაბეჭდვაზე, რადგან საზარლად ჩათვალეს.

Фотография: Убил жену и написал об этом роман: 7 фактов о зловещем Ричарде Клинкхаммере №4 - BigPicture.ru

რიჩარდს მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ვერ აპატიმრებდნენ

ერთი კვირის შემდეგ, რაც სასტიკად მოკლა თავისი მეუღლე, რიჩარდმა პოლიციას მიმართა და მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა. ვინაიდან ყველა მეზობელმა იცოდა მათ ოჯახში არსებული ვითარების შესახებ, რიჩარდი მაშინვე ეჭვმიტანილი გახდა. პოლიციელებმა დაკითხეს ის, გაჩხრიკეს სახლი, სადაც წყვილი ცხოვრობდა და მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერეს, გაესაუბრნენ შესაძლო თვითმხილველებს, მაგრამ რიჩარდის ჩართულობა მეუღლის გაუჩინარებაში ვერ დაამტკიცეს.

Фотография: Убил жену и написал об этом роман: 7 фактов о зловещем Ричарде Клинкхаммере №7 - BigPicture.ru

ჰანის ცხედარი სახლის ახალმა მფლობელებმა იპოვეს

1997 წელს რიჩარდი ოფიციალურად ქვრივი გახდა, ვინაიდან მისი გაუჩინარებული მეუღლე გარდაცვლილად ცნეს. სამი წლის მერე მამაკაცმა სახლი გაყიდა და ამსტერდამში გადავიდა საცხოვრებლად. იმ მომენტისთვის მას ახალი შეყვარებული ჰყავდა, ხოლო მისი რომანი შემთხვევით ამოტივტივდა ერთ-ერთ მცირე რედაქციაში და ცნობადიც გახდა.

ამასობაში სახლის ახალმა პატრონმა ეზოში რაღაცის აშენება გადაწყვიტა და იქ ჩამარხულ ჩონჩხს გადააწყდა. ექსპერტებმა დაამოწმეს, რომ ეს რიჩარდის მეუღლის, ჰანას ჩონჩხი იყო. რიჩარდმა მკვლელობა აღიარა.

Фотография: Убил жену и написал об этом роман: 7 фактов о зловещем Ричарде Клинкхаммере №5 - BigPicture.ru

2016 წელს რიჩარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

მას შემდეგ, რაც ჰანი იპოვეს, 68 წლის რიჩარდი ციხეში მოხვდა. მეუღლის მკვლელობისთვის მამაკაცს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2003 წელს კარგი ქცევის გამო გამოუშვეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რიჩარდმა კიდევ 13 წელი იცოცხლა, ხოლო 2016 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები