“ახალ კალედონიაში კონტროლს აღვადგენთ” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი არეულობის ფონზე ახალ კალედონიაში ჩავიდა – მისი მიზანია ხალხის მხარდაჭერა და სიმშვიდე.

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება უახლოეს დროში ახალ კალედონიაში დამატებით ჯავშანმანქანებს და ვერტმფრენებს გაგზავნის.

“თითოეულ კვარტალზე, სადაც ძალადობაა, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ კონტროლს”, – თქვა მან.

არეულობის ჩასახშობად ამჟამად 3 ათასი ძალოვანია ჩართული, მათ შორის, 130, პოლიციის და ჟანდარმერიის სპეცდანაყოფების წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები