ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დაკრძალეს

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს.

ქალაქში გლოვის ნიშნად, განთავსებულია გარდაცვლილის ფოტოები, შავი დროშები და ისლამური სიმბოლოები.

დილით რაისის ცხედარი ქალაქ ბირჯენის ქუჩებში გამოატარეს.
იბრაჰიმ რაისი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალეს.

იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე პირი 19 მაისს ავიაკატასტროფას შეეწირნენ.

ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები