ისრაელელმა სამხედროებმა “ჰეზბოლას” სტრატეგიული იარაღის წარმოებასა და სამხრეთ ლიბანში დაჯგუფებისთვის მათ მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის ალი ნასერა ფარანის ლიკვიდაცია შეძლეს.
არმიის პრესსამსახურმა ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.
IDF-ის ცნობით, ფარანის პასუხისმგებლობაში შედიოდა სამხრეთ ლიბანში ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომლის იერიშს ისრაელელი სამხედროები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ.