რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა.