ყაჩაღობის მცდელობა ქუთაისში – ერთ-ერთი ბანკის ფილიალში ნიღბიანი მამაკაცი შევიდა და თანხას ითხოვდა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა. არსებული ინფორმაციითვე, მან დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები