ირანის ქალაქ ტებრიზში ებრაჰიმ რაისის და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ემშვიდობებიან

ირანის ქალაქ ტებრიზში 19 მაისს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ემშვიდობებიან.

მაღალჩინოსნებს დღეს ტებრიზში დაკრძალავენ, რომელიც რაისის მშობლიური ქალაქია.

ტელეგრამის არხებზე მაღალჩინოსნებთან დამშვიდობების კადრები ვრცელდება.

19 მაისს ვერტმფრენმა, რომელშიც ებრაჰიმ რაისი და რესპუბლიკის სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, ვერზეგანის რაიონში კატასტროფა განიცადა. სულ რვა ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები