რატომ იკვრება მამაკაცის და ქალის ტანსაცმელი სხვადასხვა მხარეს

დიდი ალბათობით, შეგიმჩნევიათ, რომ ქალის ტანსაცმელს ღილები მარცხნივ აქვს, ხოლო მამაკაცისას – მარჯვნივ. ბოლო წლებში, როცა მოდის სამყაროში „უნისექსი“ აქტიურად გამოჩნდა, ამ ტრადიციაზე უარის თქმაც გახშირდა, მაგრამ 20-30 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ამ საინტერესო ტრადიციის გაჩენის მრავალი ვერსია არსებობს, მათ შორის, სრულიად აბსურდულიც. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ქალის ტანსაცმელი მარცხენა მხარეს იმიტომ იკვრება, რომ ასე დედისთვის უფრო მოსახერხებელია  ბავშვის გამოკვება – მარცხენა, არასამუშაო ხელში ჩვილს იწვენს, ხოლო მარჯვენა ხელით ღილის შეხსნა შეუძლია.

Фотография: Почему мужская и женская одежда застегивается на разные стороны №2 - BigPicture.ru

ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა მხარეს განთავსებული ღილები მკერავების „მსოფლიო შეთქმულებას“ წარმოადგენს – ისინი დათანხმდნენ მსგავსი წესის დაცვას, რათა განესხვავებინათ მამაკაცის ტანსაცმელი ქალის ტანსაცმლისგან. პირველი თეორიის მსგავსად, ესეც ძალიან საეჭვოა თეორიაა, რადგან ქალისა და მამაკაცის ტანისამოსი მხოლოდ ღილებით არ განსხვავდება.

ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ჩვეულებრივ ერგონომიკასთან არის დაკავშირებული. ოდესღაც ქალის ტანსაცმელს იმდენი ღილი და კაუჭი ჰქონდა, რომ არისტოკრატები და მდიდარი ქალბატონები მოახლეების მომსახურებით სარგებლობდნენ, რათა ტანსაცმელი შეეკრათ. რა თქმა უნდა, როდესაც ღილები ტანსაცმლის მარცხნივაა, სხვა ადამიანისთვის მისი „დამუშავება“ უფრო ადვილია. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი, ძირითადად, თავად იცვამდნენ და ღილების მეორე მხარეს გადატანაც არ სჭირდებოდათ.

Фотография: Почему мужская и женская одежда застегивается на разные стороны №3 - BigPicture.ru

არის კიდევ ერთი ამბავი… ამბობენ, რომ ღილების სხვადასხვა მხარეს დაკერება პირველად საფრანგეთში ნაპოლეონის დროს დაიწყო. ვარაუდობენ, რომ იმპერატორს აღიზიანებდა ის ფაქტი, როცა ქალები ჟილეტის ან ქურთუკის ღილებს შორის ხელს ისე უყრიდნენ, როგორც ამას ბონაპარტი აკეთებდა. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ვერსია არ გახლავთ და უფრო მეტად იუმორით განიხილება.

Фотография: Почему мужская и женская одежда застегивается на разные стороны №4 - BigPicture.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები